Saturday, July 11, 2015

მეცხრე დღე

ვისწავლე საპრეზენტაციო ფაილში დოკუმენტების ატვირთვა, გავაკეთე დიფერენცირებული სწავლების შესაბამისი დამხმარე მასალა მოსწავლეებიისათვის. ავტვირთე ბლოგში ჩემი პორტფოლიო.

ნაყოფიერი იყო ტრენინგი ჩემთვის, მადლობა რუსას!

Friday, July 10, 2015

მერვე დღე


ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, ავტვირთე მასალები ჩემს ბლოგზე, გავეცანი დიფერენცირებული სწავლების შაბლონებს და მასწავლებლის პრეზენტაციების ნიმუშებს.

Wednesday, July 8, 2015

მეშვიდე დღე

დღეს ვნახე მოსწავლის სავარაუდო  მასალები, ვიმუშავე გეგმაში, ჩავწერე წინარე ცოდნის, პროგრესის მონიტორინგისა დ ა შეჯამების შესაფერისი კრიტერიუმები.

Monday, July 6, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ვისწავლე დისკზე მუშაობა, ავტვირთე ჩემი მასალები და ინტერნეტში გავავრცელე.
გავეცანი გაზეთის შაბლონებს , გავწერე პროექტის გეგმა კვირების მიხედვით.

Friday, July 3, 2015

მეხუთე დღე

შევქმენი ბლოგი , ვისწავლე გაფორმება, ჩანაწერის გაკეთება და გამოყენება, გავეცანი საავტორო უფლებებს, ასევე გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს. ძალიან მომეწონა და არ გამიჭირდა ბლოგის გაფორმება და მასში მუშაობა.

მეოთხე დღე

დღეს განვიხილეთ და შევაჯერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მოვისმინეთ თითოელი პროექტისთვის მომზადებული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩავწერე გეგმაში ჩემ მიერ შედგენილი კითხვები.
განვიხილეთ წინარე ცოდნის დასადგენი საშუალებები და მისი შესაბამისი შაბლონები: შტორმის საათი, კავშირი, დაკვირვება, ინტერესი, მოაზროვნეების სია.
ჩავინიშნეთ დავალება: მოვამზადოთ ჩვენი პროექტისთვის მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენი მეთოდები.

მესამე დღე

დღეს ვნახე ბუკლეტის ნიმუშები. ვიმუშავე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე, პროექტის თემის გეგმაზე და კონკრეტულად სტანდარტებზე. განახლებული ბლუმის ტაქსონომიიდან ამოვიწერე მაღალი სააზროვნო უნარების ზმნები. გადავხედე სტანდარტებისა და შეფასების რუბრიკას და შევაფასე ჩემი ნამუშევარი. ჩავინიშნე შენიშვნები.

მეორე დღე

გამარჯობა, რუსა!
ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლე ბროშურების შექმნა და გაფორმება, ფურცლის სვეტებად დაყოფა. პრაქტიკულად ვიმუშავე, მომეწონა  ჩემი შექმნილი ბუკლეტი.