ვისწავლე საპრეზენტაციო ფაილში დოკუმენტების ატვირთვა, გავაკეთე დიფერენცირებული სწავლების შესაბამისი დამხმარე მასალა მოსწავლეებიისათვის. ავტვირთე ბლოგში ჩემი პორტფოლიო.
ნაყოფიერი იყო ტრენინგი ჩემთვის, მადლობა რუსას!
ინტელის სასწავლო კურსი, პროექტებით სწავლება.
Saturday, July 11, 2015
Friday, July 10, 2015
მერვე დღე
ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, ავტვირთე მასალები ჩემს ბლოგზე, გავეცანი დიფერენცირებული სწავლების შაბლონებს და მასწავლებლის პრეზენტაციების ნიმუშებს.
Wednesday, July 8, 2015
მეშვიდე დღე
დღეს ვნახე მოსწავლის სავარაუდო მასალები, ვიმუშავე გეგმაში, ჩავწერე წინარე ცოდნის, პროგრესის მონიტორინგისა დ ა შეჯამების შესაფერისი კრიტერიუმები.
Monday, July 6, 2015
ტრენინგის მეექვსე დღე
დღეს ვისწავლე დისკზე მუშაობა, ავტვირთე ჩემი მასალები და ინტერნეტში გავავრცელე.
გავეცანი გაზეთის შაბლონებს , გავწერე პროექტის გეგმა კვირების მიხედვით.
გავეცანი გაზეთის შაბლონებს , გავწერე პროექტის გეგმა კვირების მიხედვით.
Friday, July 3, 2015
მეხუთე დღე
შევქმენი ბლოგი , ვისწავლე გაფორმება, ჩანაწერის გაკეთება და გამოყენება, გავეცანი საავტორო უფლებებს, ასევე გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს. ძალიან მომეწონა და არ გამიჭირდა ბლოგის გაფორმება და მასში მუშაობა.
მეოთხე დღე
დღეს განვიხილეთ და შევაჯერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მოვისმინეთ თითოელი პროექტისთვის მომზადებული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩავწერე გეგმაში ჩემ მიერ შედგენილი კითხვები.
განვიხილეთ წინარე ცოდნის დასადგენი საშუალებები და მისი შესაბამისი შაბლონები: შტორმის საათი, კავშირი, დაკვირვება, ინტერესი, მოაზროვნეების სია.
ჩავინიშნეთ დავალება: მოვამზადოთ ჩვენი პროექტისთვის მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენი მეთოდები.
მესამე დღე
დღეს ვნახე ბუკლეტის ნიმუშები. ვიმუშავე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე, პროექტის თემის გეგმაზე და კონკრეტულად სტანდარტებზე. განახლებული ბლუმის ტაქსონომიიდან ამოვიწერე მაღალი სააზროვნო უნარების ზმნები. გადავხედე სტანდარტებისა და შეფასების რუბრიკას და შევაფასე ჩემი ნამუშევარი. ჩავინიშნე შენიშვნები.
Subscribe to:
Posts (Atom)